среда, 17 декабря 2008 г.

პროექტის სახელი: წესი და ჩვეულება
პროექტის მოკლე აღწერა:
წლის მანძილზე არსებული სარიტუალო და სადღესასწაულო დღეების წესებისა და ჩვეულებების მოძიება და გაცნობა
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძევენ და გაეცნობიან საქართველოს ნებისმიერ კუთხეში სარიტუალო და სადღესასწაულო დღეების კალენდარს და აღწერენ იმ წესებსა და ჩვეულებებს, რომელსაც იყენებენ ამა თუ იმ მხარეში.მოსწავლეები შექმნიან სადღესასწაულო კალენდარს და საინფორმაციო ბუკლეტებს. აიღებენ ინტერვიუებს საქართველოს სხვადასვა კუთხის მცხოვრებთან და მოაწყობენ ფოტოგალერეას
მონაწილეთა ასაკი
15-18წელი(VII_XIIკლასები)
ვადები
პროექტში ჩართვიდან ორი თვე
აქტივობები
ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, ინტერვიუები,და ა.შ
შედეგი
მოსწავლეები გაიგებენ და აღწერენ, ასევე გაუზიარებენ სხვებს და საჯაროს გახდიან ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სადღესასწაულო დღეების წესებისა და ჩვეულებების შესახებ.
სარგებელი სხვებისათვის
ადამიანებს , რომლებიც გაეცნობიან მოძიებულ ინფორმაციას, ექნებათ სრული ინფორმაცია საქართველოში სადღესასწაულო დღეებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ.
სამუშაო ენა
ქართული
საგნებთან\საგნობრივ ჯგუფებთან\ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართული\საზოგადოებრივი მეცნიერებები
ქართული
მოსწავლე აყალიბებს აზრს, იყენებს ფაქტებს სხვადასხვა წყაროებიდან, მოიძიებს და აშუქებს წყაროებს. ადგენს გეგმას.მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში. ქმნის წერილობით ტექსტებს, გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს, ირჩევს წერილობითი ტექსტის ფორმას და სტილს
საზოგადოებრივი მეცნიერებები
ინფორმაციის მისაღებად კითხულობს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ საშუალებებს, იკვლევს მისთვის საინტერესო საკითხს. გაგმავს და ახორციელებს თავის მშობლიურ კუთხეში მარტივ ეთნოგრაფიულ ექსპედიციას მცხოვრებთა ტრადიციების შესანარჩუნებლად.მოიძიებს ინფორმაციას ლიტერატურული წყაროებიდან
ფასილიტატორი
მაია მამისეიშვილი
ელ.ფოსტა
maiamamiseishvili@gmail.com
პროექტის ფორუმი
http://foro.iearn.org/webx/.1eac52f1
ვებ-გვერდი: http://maia-wesimaia.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий